გიორგი მარგველაშვილი: ახლა ქართველებს ნამდვილად სჯერათ, რომ მათი ხმა გადამწყვეტია

ახლა ქართველებს ნამდვილად სჯერათ, რომ მათი ხმა ნამდვილად გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში საუბროსას განაცხადა.
“შეიძლება ითქვას, რომ ზოგი მოლოდინი შესრულდა, ზოგი შესაძლოა – არა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ გავაღრმავეთ და გავაფართოვეთ დემოკრატიული პროცესი. ახლა ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო არჩევნები. წინა არჩევნები იყო მნიშვნელოვანი და ისტორიული ჩვენი ერისათვის, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლება არჩევნების გზით. და ახლა, ქართველებს ნამდვილად სჯერათ, რომ მათი ხმა ნამდვილად გადამწყვეტია. თუმცა აქამდე, ჩვენთან ყოველთვის ორპარტიული კონკურენცია იყო, ეს იყო კონკურენცია შავსა და თეთრს შორის, როდესაც ხდებოდა ურთიერთდემონიზაცია და საკუთარი თავის ქება. ახლა ჩვენ გვექნება საარჩევნო პროცესი ამომრჩევლებისათვის უფრო ფართო, მრავალფეროვანი კონკრეტული პროგრამების არჩევანით და მე ამ ყველაფერს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „ქართული პოლიტიკა, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საშინლად პერსონიფიცირებულია“, – საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს შესაძლოა, ასეცაა.
თუმცა პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველები, რეალურად, ძალიან აქტიურად არიან ჩაბმულები პოლიტიკაში, რაც, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ძალიან კარგია.
“გარკვეულწილად, შესაძლოა, პერსონიფიცირებულია, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ხალხის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე; ქართველები, რეალურად, ძალიან აქტიურად არიან ჩაბმულები პოლიტიკაში და ეს ძალიან კარგია. ხალხს აინტერესებს პოლიტიკა, საუბრობს პოლიტიკაზე; შესაძლოა, ტაქსით მგზავრობისას თქვენი განიხილავდეთ პოლიტიკას და ტაქსის მძღოლები ინფორმაციის საუკეთესო წყარო არიან“, -აღნიშნავს პრეზიდენტი.
ჟურნალისტი ინტერესდება, რას ფიქრობს,პრეზიდენტი NDI -ის კვლევაზე, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა მხოლოდ 15% ამბობს, რომ ისინი ხმას „ქართული ოცნების“ გუნდს მისცემენ.
„შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა, ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია; ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელი გზით წავიდეს“, – აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული ვითარება აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები მეტად უნდა გააქტიურდნენ, გავიდნენ გარეთ და აწარმოონ კამპანია.
“ეს გვეუბნება, რომ პოლიტიკური პარტიები მეტად უნდა გააქტიურდნენ, გავიდნენ გარეთ და აწარმოონ კამპანია, და რეალურად, მეც ძალიან აქტიური ვიქნები და მოვუწოდებ ხალხს, მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ნებისმიერ, მათთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას; მაგრამ, ჩვენ უნდა გვყავდეს აქტიური ამომრჩეველი და ხალხი უნდა მივიდეს ხმის მისაცემად უბნებზე და იქ გადაწყვიტოს, ვინ იქნება მათ ხელისუფლებაში მომავალში. და, რა თქმა უნდა, 60% გადაწყვეტილების არმქონე ამომრჩეველი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მჯერა, რომ საარჩევნო კამპანია ხალხს მათთვის სასურველ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები