„ქანთარია კვლევებზე: „ნაციონალების“ ბელადის ოდესიდან გზავნილებს თუ განვიხილავთ, დასკვნასაც გავაკეთებთ

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია, NDI-ს და IRI-ს კვლევებს არასარწმუნოდ მიიჩნევს.
როგორც “კვირას” პრესკლუბში მან განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების „ცუნდრუკის“ და მათი ბელადის ოდესიდან გაკეთებული გზავნილების ფონზე, შესაძლოა, გარკვეული დასკვნის გაკეთებაც.
ქანთარიამ არჩევნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდა.
“კვლევებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორგანიზაცია ავტორიტეტულია, ან მათ ეს საქმე არ გამოსდით და არ იციან, რადგანაც ყოველთვის არის აცდენა და უზუსტობა, ან კიდევ თუ ერთ კონტექსტში განვიხილავთ NDI-ს და IRI -ს სურვილებს, „ნაციონალური“ ბელადის ოდესიდან გზავნილებს, კონგრესმენ რასელის გამოსვლას, და „ნაცმოძრაობის“ ასე აცუნდრუკებას, რომ ჩვენ მოვდივართ ისევ ხელისუფლებაშიო, ამას თუ ერთიანად განვიხილავთ, შეიძლება გარკვეული დასკვნაც გამოვიტანოთ. მახსენდება სპექტაკლი – „ადამიანებო, ფრთხილად იყავითო“, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსმალურად ფხიზლად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 2012 წლის მონაპოვარი ქარს გავატანოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სურთ და ფიქრობენ, რომ დემოკრატიის მწვერვალი „ნაციონალურ მოძრაობის“ დაბრუნება იქნება, მაგრამ ალაბათ ავიწყდებათ, როგორი იყო არჩევნები 2012 წელს და რა მოიტანა ამ ძალამ წლების განმავლობაში“, -განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები