ნუკრი ქანთარია: თუ რა ფორმით მიიღებენ „კონსერვატორები“ არჩევნებში მონაწილეობას, მოლაპარაკებები აჩვენებს

„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი არჩევნებში მონაწილეობას „კონსერვატორების“ სიით, მან განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო თუ რა ფორმით მიიღებენ „კონსერვატორები“ არჩევნებში მონაწილეობას, ეს მოლაპარაკების საგანია.
„ამის შესახებ არაფერი ვიცი. „კონსერვატორები“ ამ კოალიციაში ყველაზე მეტად გამორჩეული ძალაა. ფაქტობრივად, ყველაფერში თანამოაზრე იყო „ქართული ოცნებისა“. ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვფიქრობთ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. თუ რა ფორმით მიიღებენ „კონსერვატორები“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ სიით, თუ სხვაგვარად, ამას ალბათ მოლაპარაკებები აჩვენებს“,- განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები