ნუკრი ქანთარია: პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ხუთთვიანი საარჩევნო კამპანია დამღლელია

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, ხუთთვიანი საარჩევნო კამპანია როგორც საზოგადოების წევრებისთვის, ასევე პოლიტიკური ძალებისთვისაც გადამღლელი იქნება, – ამის შესახებ მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მან საკითხის გადახედვისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ შეთნხმება ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, მარტივად მოხდეს.
„პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ხუთთვიანი საარჩევნო კამპანია არის დამღლელი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის და, მე მგონია, გამაღიზიანებელი ამომრჩევლებისთვის. ვფიქრობ, მან ეს უნდა გაითვალისწინოს. თავისუფლად შეიძლება შეთანხმება. ეს არ არის მრწამსის, ან იდეოლოგიის, ან ღირებულებების დაცვა. ამ შემთხვევაში გამოვთვალოთ 8 ოქტომბრიდან სამი თვე და ეს ვადა, მგონი, ნორმალური იქნება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს წინასაარჩევნო მარათონი უკვე დაწყებულია“,-განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები