ნუკრი ქანთარია: ეს არის სწორედ ის არჩევნები, რომლის შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს სტაბილურობა

ეს არის სწორედ ის არჩევნები, რომლის შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს სტაბილურობა. მშვიდობა ან დარჩება, ან ჩვენ ისევ უკან წავალთ, -აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, განათლების საპარლამენტო კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მოსახლეობამ კარგად უნდა გაითავისოს ის ფაქტი, რომ წლევანდელი არჩევნები სტაბილურობის შესანარჩუნებლად განსკაუთრებით მნიშვნელოვანია.
„აუცილებელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ზუსტად განვუმარტოთ, თუ რა გაკეთდა, რატომ ვერ გაკეთდა და რა არის ახლა დაწყებული. ჩვენ არ უნდა ავყვეთ იმ გარკვეულ მეისჯებსა და გზავნილებს, რომ არის ორი ძალა – სააკაშვილის და ივანიშვილის და სხვები საერთოდ არ ჩანან ჰორიზონტზე. და თითქოს ის, რომ ისევ ბოროტსა და კეთილსა და შორის უნდა გაიმართოს ბრძოლა, აქ არიან კოალიციიდან გასული ისეთი პარტიები, რომლებმაც უნდა მოახერხონ და გადალახონ ბარიერი და შემდეგ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს, რომ ეს არის რიგითი არჩევნები. ეს არის სწორედ ის არჩევნები, რომლის შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს სტაბილურობა. მშვიდობა ან დარჩება, ან ჩვენ წავალთ უკან. ამ მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს 4 წელი ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა და ახლა არის მისი გამყარების პერიოდი. შემდგომ და შემდგომ იქნება უკვე ჩვეულებრივი ნორმალური არჩევნები, პოლიტიკური სპექტრებიც უფრო გაძლიერედება და ხალხსაც მეტი არჩევანი ექნება. მთავარია, რომ ეს 2016 წელი გადავლახოთ კვლავ დადებითად და მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ“,- განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები