თეა წულუკიანი: დღეს ქართველი ხალხის ინტერესს ჩვენი ბრიუსელში ყოფნა სჭირდება

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები იქნებიან ყველგან, სადაც ქართველი ხალხის ინტერესს დასჭირდება, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებას, რომ ქართველი მინისტრების ბრიუსელში ჩასვლა მიზანშეწონილი არ არის.
როგორც წულუკიანმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ქართველ ხალხს თავისი ევროპული არჩევანი აქვს გაკეთებული, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა აჩვენონ ერთიანობა.
„დღეს ბრიუსელში ჩვენს დეპუტატებთან ერთად ვაჩვენებთ ერთიანობას, ვაჩვენებთ იმისთვის, რომ რაიმე ტიპის გამოწვევამ, დიდმა, მასშტაბურმა თუ პატარამ არ გამოიწვიოს ის, რომ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის კუთხით, საქართველო არ გამოვიდეს გამარჯვებული. თქვენ იცით, რომ ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი საბჭოში და ევროპარლამენტში. ამიტომ რა თქმა უნდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები იქნებიან ყველგან, სადაც ქართველი ხალხის ინტერესს დასჭირდება. დღეს ქართველი ხალხის ინტერესს ჩვენი ბრიუსელში ყოფნა სჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები