მონტენეგროში პოლიციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტურისტული პავილიონი დახურა

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გახსნილი ოკუპირებული აფხაზეთის ტურისტული პავილიონი ადგილობრივმა პოლიციამ დახურა. ამის შესახებ გამოცემა DFWatch იუწყება.
როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გენადი გაგულიამ განუცხადა, მონტენეგროს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ მიიღო.
„პოლიციამ ჩვენს პავილიონს ალყა შემოარტყა და მისი დაუყოვნებლივ დახურვა მოითხოვა. მათ გვითხრეს, რომ მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარისგან საპროტესტო ნოტა მიიღო“, – განაცხადა გაგულიამ. მისი თქმით, მონტენეგროს პოლიციას ძალა არ გამოუყენებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები