თამაზ მეჭიაური – სააკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით

სააკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ექსპრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.
”ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია. თვითონ საკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გაააჩნია, რა ფორმით“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
აღსანიშნავია, რომ მეჭიაური არც სააკაშვილის დაკავებას და საქართველოში მისი ასეთი გზით ჩამოყვანას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები