დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებულ აფხზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო დახმარების შესახებ ხელშკურულებების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტებით განსაზღვრულია სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი.
„შეთანხმების რეალიზება სამხედროების სოციალურ დაცვას გააუმჯობესებს“, – ნათქვამია ხელშეკრულების განმარტებით ბარათში.
ამ შეთანხმებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა იქმება. ის შეეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების სამედიცინო ნაწილებსა და სოხუმის და ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები