ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმის ჩასატარებლად 20 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 19 314 ხელწმოწერა შევიდა ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება 17 მარტს დაიწყო.
ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა, არ შექმნა კოალიციური მთავრობა, არ ჩატარდა საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე გართულდა ეკონომიკური მდგომარეობა.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა დაურ ტანიამ განაცხადა, რომ რეფერენდუმის ინიცირებისთვის 10 ათასი ხელმოწერაა საჭირო. ე.წ. ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში შეტანილი ხელმოწერები შემოწმდება, ხოლო შემდეგ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ოქმი ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები