სოხუმის დელეგაცია ბაჰრეინში იმყოფება
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ბაჰრეინში იმყოფება. აფხაზური მედიის ცნობით, სამეფოში სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციაა ჩასული. მასში შედიან ე.წ. ვიცე-პრემიერი ადგურ ლუშბა და აფხაზი მეწარმეები.
19 აპრილს ბაჰრეინის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა აფხაზური დელეგაციის შეხვედრა ამ უწყების წარმომადგენლებთან.
აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა იუწყება, რომ „მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს“.