გალის რაიონში დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს 12 მოქალაქე გათავისუფლებულია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ეს პირები ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის გალის რაიონის სოფელ ხურჩაში ოთხშაბათს დააკავეს. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, მოქალაქეების გათავისუფლება, რომელთა შორის რამდენიმე ბავშვი იყო, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები