ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მესაზღვრეებმა 12 პირი, მათ შორის ბავშვები დააკავეს

სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანებიც.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ე.წ. მესაზღვრეების პატრულირების დასრულებას ელოდნენ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოვლითი გზებით გადასულიყვნენ.
მათთან მოულოდნელად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მივიდნენ და მოქალაქეები დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები