ზაქარია ქუცნაშვილი: არჩევნების შედეგი სწორ კამპანიაზე იქნება დამოკიდებული და არა – წარსულის დიდებაზე

ვფიქრობ, რომ შედეგი საპარლამენტო არჩევნებში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ სუბიექტები. ვინც სწორედ ააგებს კამპანიას. აჩვენებს შედეგებს. ვინც ვერა, რაც უნდა წარსულის დიდებით იყოს შემკობილი მისი პოლიტიკური ცხოვრება, ის ამ წარსულის დიდებით ვერ გავა არჩევნებზე, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა. მისივე განცხადებით, არჩევნებამდე დარჩენილი დრო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„6 თვე იქნება გადამწყვეტი, რადგან ჩვენთან, პარტიული დემოკრატიის განუვითარებლობის და ელექტორალური საზოგადოების არარსებობის გამო, რამდენჯერმე სჭარბობს ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა პარტიების მყარი ელექტორატის რაოდენობას. მარტივად რომ ვთქვათ, 70 პროცენტს ჩამოყალიბებული არ აქვს, ვის მისცემს ხმას. მხოლოდ 20-30-მა პროცენტმა იცის, ვის მისცეს ხმა. ამის გამო დამოკიდებულება 5-6 თვეზე და იმაზე,  ვინ როგორ კამპანიას აწარმოებს, მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები