ზაქარია ქუცნაშვილი არჩევნების 8 ოქტომბერს გამოცხადებას მიესალმება
„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარის ქუცნაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით შექნილ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი თარიღი – 8 ოქტომბერი მისაღებია. ის მიიჩნევს, რომ თარიღის გასაჯაროება ასევე მნიშვნელოვანი იყო, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უცხოეთში მყოფი მოქალაქეებიც ღებულობენ, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია.
„ადამიანებმა უნდა შეძლონ მათი პოლიტიკური კალენდრის დალაგება. ვგულისხმობ იმას, რომ აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებისათვის მოქალაქეებმა დაგეგმონ შემოდგომა ისე, რომ იცოდნენ, როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იმით განსხვავდება ადგილობრივი არჩევნებისგან, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მათ შორის უცხოეთში მყოფებ ადამიანებსაც. მათი რაოდენობა კი მილიონს აღემატება. თარიღის გასაჯაროება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.