დავით სერგეენკო: ქართულმა ჯანდაცვამ დიდი რეფორმები გაიარა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ქართულმა ჯანდაცვამ დიდი რეფორმები გაიარა. სერგეენკო დაგეგმილი რეფორმების, მიმდინარე და სამომავლო პროგრამების შესახებ ჯანდაცვის კომიტეტში საუბრობს.
„2013 წელს ქვეყანაში არსებული სისტემა მიზნობრივი ჯანდაცვა იყო, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვად გადაიქცა. მანამდე ბიუჯეტის ადმინისტრირებას ე.წ. მესამე პირის ადმინისტრატორი – სადაზღვევო კომპანია ახორციელებდა, 2013 წლიდან კი გარდამავალი ეტაპი დაიწყო, როცა მართვა სახელმწიფომ გადაიბარა“, – აღნიშნა მინისტრმა. დავით სერგეენკოს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იგივე სტრატეგიით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები