ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ საქართველოს ხუთი მოქალაქე „საზღვრის დარღვევისთვიოს“ დააკავეს. როგორც სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება, დაკავებულები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.
„ამ ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის საზღვარი ახლაგორის რაიონში გადაკვეთა. მათ სამხრეთ ოსეთის მოქალაქე ეხმარებოდა, რომელმაც ამაში გარკვეული თანხა მიიღო“, – ნათქვამია ე.წ. სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები საქართველოში გააძევეს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები