იტალიის სანაპირო დაცვამ ერთ დღეში 2 ათასი მიგრანტი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში ერთ დღეში 2 ათასი მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ლიბიიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაცია სწორედ ლიბიის სანაპიროს სიახლოვეს ჩატარდა. მას შემდეგ, რაც მაკედონიამ მიგრანტებისთვის ბალკანეთის მარშრუტი ჩაკეტა, ახლა მათი უდიდესი ნაწილი ევროპაში ჩასვლას ხმელთაშუა ზღვით ცდილობს. სიცილიაში მიმდინარე წელს 20 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. საბერძნეთის საპორტო ქალაქ პირეიში კი მიგრანტების საპროტესტო აქცია გაიმართა. 4 ათასამდე მიგრანტი „კარვების ქალაქიდან“ გასვლაზე უარს ამბობს. ამ ადამიანებს ეშინიათ, რომ თურქეთში მათი დეპორტირება მოხდება ანკარასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით. დროებითი განთავსების ცენტრში მხოლოდ 700 მიგრანტი გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები