“აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება ადეკვატური იყო“

   პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება ადეკვატური იყო და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება არ იგეგმება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს თანამიმდევრული, გააგრძელოს რეფორმები და ევროკავშირისკენ განვითარება და წინსვლა.

“ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატოს გაფართოება. ჩვენი ამოცანა და მიზანია, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მაშინ ხდებოდა მოლოდინის აწევა ხელოვნურად და შემდეგ იყო იმედგაცრუება. ჩვენ საპირისპიროს ვთავაზობთ მოსახლეობას და ჩვენ გვსურს, მათ რეალობა შევთავაზოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები