უკრაინის უმაღლეს რადაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შეთანხმებულია
უკრაინის უმაღლესი რადის „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის შემადგენლობა უკვე შეთანხმებულია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვლადიმერ გროისმანი ამ პოსტის დაკავებაზე უარს ამბობდა, ვინაიდან მისი პირობები გათვალისწინებული არ ყოფილა.
„12 აპრილს, კოსმონავტიკის დღეს, მე ვაპირებდი სხვა პლანეტებზე გონივრული სიცოცხლის მოძიების სააგენტოს გახსნას, ვინიდან აქ ის ნამდვილად არ არის. მაგრამ დღის ბოლოს გონებამ აქაც შემოანათა. პრემიერობის კანდიდატურა და მთავრობის ახალი შემადგენლობა შეთანხმებულია“, – დაწერა ლუცენკომ ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა 10 აპრილს გადადგომის შესახებ განაცხადა.