მიხეილ სააკაშვილი: ცხოვრებაში არ გამიკეთებია ფული საჯარო სამსახურში და არასდროს არ გავაკეთებ
„ცხოვრებაში არ გამიკეთებია ფული საჯარო სამსახურში და არასდროს არ გავაკეთებ“ – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას ფული საქართველოში არასდროს „გაუკეთებია“ და არც უკრაინაში აპირებს ამის გაკეთებას.
სააკაშვილის განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ყოველთვის აღემატებოდა პრემიერის თანამდებობას და ტრადიციულად, აქ იკრიბებოდა დიდი ფული.
“პრეზიდენტს ადმინისტრაციის უფროსთან, ტრადიციულად იკრიბებოდა ფული ე.წ. საერთო სალარო და საერთო სალარო “ტილაობა” კი არ არის, საქართველოში წვრილ-წვრილად რომ ჩხრეკ, აქ საუბარ ასობით მილიარდ დოლარზეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო ამის მმართველი და, შესაბამისად ყველა მათგანი იყო მილიარდერი. ახლა მილიარდების გაკეთება რომ მდომოდა, ასე კი არ ვიქნებოდი. ვიღაც ავადმყოფები ამას ამტკიცებენ, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მე ცხოვრებაში არ გამიკეთებია ფული საჯარო სამსახურში და არასდროს არ გავაკეთებ. არც საქართველოში არ გამიკეთებია და მით უმეტეს, უკრაინელი ხალხის ხარჯზე არ ვაპირებ რამის გაკეთებას. ეს არ არის ჩემი ადგილი. მე მინდა მუშაობა იქ, სადაც შემიძლია, შევცალო რაიმე უკეთესობისკენ ხალხისთვის, მივაღწიოთ იმას, რომ მილიარდები აღარავინ იშოვოს ასე“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.