სტამბოლში გინეკოლოგიური და უშვილობის საკითხებზე კონფერენცია ტარდება

თურქეთში, ქ.სტამბოლში 8-9-10 აპრილს ACIBADEM-ის მრავალფუნქციური ჯამრთელობის ცენტრში კონფერეცია ტარდება. კონფერენციაზე განხილული იქნება IVF ხელოვნური განაყოფიერების, გინეკოლოგიური და უშვილობის საკითხები. ასევე, განხილული იქნება უახლესი უახლესი აპარატურით – ლაპარასკოპიით ჩატარებული გინეკოლოგიური ოპერაციები.
კონფერენციას ქართველი ექიმები ესწრებიან. მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან მიწვეული ექიმები ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად ეცნობიან.
„აჯიბადემი“ თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრია, რომელიც ყოველწლიურად იწვევს 1500-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ექიმებს.
როგორც საქართველოში ,,აჯიბადემის“ წარმომადგენელი გიორგი სასირელი აცხადებს, ქართველ ექიმებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მსგავს კონფერენციებში მონაწილეობა და გაიზიარონ ცოდნა მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებზე და მეთოდებზე.
„აჯიბადემის“ ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის ხელმძღვანელი ბიულენტ ტრიაში ახლო მომავალში საქართველოსაც ეწვევა და ანალოგიურ კონფერენციებს გამართავს. ამასთან, კლინიკის ექსპერტი ხელოვნური განაყოფიერების საკითხებში მურატ კაია ხშირად სტუმრობს საქართველოს და თანამშრომლობს ქართველ ექიმებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემის ირგვლივ სეროზული ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია.
12938278_10153615984824779_4591705897244007062_n
12991043_10153615984869779_347423717852284776_n
12968107_10153615984864779_9105221264327265806_o
12974533_10153615984834779_6058127850901381436_n
12993520_10153615984809779_796719578928570764_n
12932627_10153615984844779_4458332316491288786_n
12936742_10153615984854779_2437187541710558372_n
12961374_10153615984829779_978944715071348060_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები