გედევან ფოფხაძე: შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება ბევრ რაიონში გახდეს საჭირო

„მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარება ნორმალური და დემოკრატიული პროცესის ნაწილია“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.
ფოფხაძის თქმით, საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე, 50%-იანი არჩევნების პირობებში, მეორე ტური წაგებას არ ნიშნავს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება ბევრ რაიონში გახდეს საჭირო.
“ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, როცა მაჟორიტარობის კანდიდატმა შეიძლება პირველი ტურით ვერ დაამთავროს და მეორე ტურის დანიშვნა გახდეს საჭირო. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა განწყობები შეიცვლება, გადანაწილდება ის ამომრჩეველი, რომელმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატს მისცა ხმა – ის არჩევანს ორ შესაძლო კანდიდატს შორის გააკეთებს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები