მამუკა არეშიძე: „სოციალ -დემოკრატების“ მდგომარეობა 2016 წლის არჩევნებში უფრო მყარი იქნება, ვიდრე მანამდე იყო

ვფიქრობ, „სოციალ-დემოკრატების“ მდგომარეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო მყარი იქნება, ვიდრე ეს იყო 2012 წლის არჩევნების დროს და ეს საფუძველშივე იყო განსაზღვრული, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
„სოციალ- დემოკრატები“ ევროპული ალიანსის წევრები არიან და „ქართული ოცნებაც“ ამ ალიანსის მონაწილეა. ასე რომ, მათი მდგომარეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო მყარი იქნება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ქართულმა ოცნებამ“ „სოციალ-დემოკრატების“ მეშვეობით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა ევროპულ ასპარეზზე“,- განაცხადა არეშიძემ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არეშიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კოალიციიდან გასულ პარტიებს პრაქტიკულად მსგავსი შანსები აქვთ, თუმცა ეს არ ეხება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები