ჩრდილოეთ კორეის 13 მოქალაქე სამხრეთ კორეაში გაიქცა

ჩრდილოეთ კორეის 13 მოქალაქე, რომლებიც ერთ-ერთი ქვეყნის კორეულ რესტორანში მუშაობდნენ, სამხრეთ კორეაში გაიქცნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სეულის ინფორმაციით, პირველად არ მომხდარა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ფარგლებს გარეთ მცხოვრები კორეელები სამხრეთ კორეაში მირბიან, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთდროულად 13 ადამიანი გაიქცა. სამხრეთ კორეის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის ტერიტორიაზე 12 ქალი და ერთი მამაკაცი ჩავიდა. ქვეყანა, საიდანაც ჩრდილოკორეელები სამხრეთ კორეაში ჩავიდნენ, დიპლომატიური სკანდალის თავიდან ასაცილებლად, არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები