მამუკა არეშიძე: ერთი შეხედვით, კოალიციიდან გასულ სუბიექტებს ნაკლები შანსები აქვთ, თუმცა ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

ერთი შეხედვით, კოალიციიდან გასულ სუბიექტებს ნაკლები შანსები აქვთ, თუმცა ეს დღეს არის ასე და ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ რომელიმე პარტიას განსაკუთრებული შანსი აქვს, ან პირიქით – არ შეიძლება. არეშიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ პარტიებში არ შედის.
„რესპუბლიკელებს“ არჩევნებში ბრძოლის უზარმაზარი ტრადიცია და გამოცდილება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, მათ დღეს აქვთ დაბალი რეიტინგი, არ არის გამორიცხული, რომ იმ საზოგადოების ნაწილმა, რომელიც დასავლურ ფასეულობებზეა ორიენტირებული, „რესპუბლიკელებზე“ შეაჩეროს არჩევანი. ცალსახად იმის თქმა, რომ ვინმეს შანსი არ აქვს, ან კიდევ განსაკუთრებეული ფავორიტია, არ შეიძლება. არ ვგულისხმობ ორ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, დანარჩენ შემთხვევაში სასტარტო თვალასზრისით, არავის აქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ცალსახად შეაფასო“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები