გერმანიაში მიგრანტების რაოდენობა შემცირდა

გერმანიაში თავშესაფრის თხოვნით ჩასულ პირთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით მარტში 66%-ით შემცირდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტში გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით 170 ათასმა ადამიანმა მიმართა, მაშინ, როდესაც გასული წლის მეოთხე კვარტალში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა 500 ათასი იყო.
გერმანიაში ჩასული ლტოლვილების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ბალკანეთის ქვეყნებმა საზღვრის გადაკვეთის წესები შეცვალეს. მაკედონიამ ავღანეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა, ხოლო ერაყის და სირიის მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის და მაკედონიის მთავრობა დღე-ღამეში მხოლოდ 580 მიგრანტს აძლევენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას. გასულ წელს გერმანიამ, საერთო ჯამში, მილიონზე მეტი ლტოლვილი და მიგრანტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები