ზვიად ძიძიგური: იმედი მაქვს, რომ 2012 წლის მსგავსი არჩევნები საქართველოში აღარასოდეს განმეორდება

იმედი მაქვს, რომ 2012 წლის მსგავსი არჩევნები საქართველოში აღარასოდეს განმეორდება და ჩვენ გვექნება ევროპული ცივილური საზოგადოებისთვის შესაფერისი საარჩევნო ვითარება, – აღნიშნული განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა.
„არჩევნები მისი პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიების სრული გამოყენებით უნდა ჩატარდეს, მაგრამ არა იმ სიძულვილით, რაც სიძულვილითაც არჩევნები მანამდე იმართებოდა საქართველოში. 7 თვის განმავლობაში წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნა ხელისშემშლელი ფაქტორია. ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული და, აქედან გამომდინარე, სავსებით ნათლად ჩანს, რომ 8 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნა პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან პოზიტიური საკითხი“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები