ვახტანგ ხმალაძე: არჩევნების თარიღის მიმართ პრემიერსა და პრეზიდენტს ერთნაირი პოზიცია აქვთ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ხმალაძე დარწმუნეულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ხმალაძის მტკიცებით, არჩევნების დანიშვნისა და არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პრემიერისა და პრეზიდენტის პოზიცია ერთნაირია.
„ვიცი, რომ რაღაც პრობლემები იყო და, რასაკვირველია, უმჯობესია, ყველაფერი იმდაგვარად გაკეთდეს, რომ კითხვა არავის წამოეჭრას. თუ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის განკარგულებას ხელი არ მოაწერა, ეს აქტი დღის სინათლეს ვერ იხილავს, ე.ი. ის ძალაში ვერ შევა. პოზიცია არჩევნების დანიშვნის და არჩევნების თარიღის მიმართ, პრემიერსა და პრეზიდენტს ერთნაირი აქვთ, ეს არის სრულიად აშკარა, ამიტომ არჩევნები, დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს გაიმართება“,- განმარტა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები