“პრემიერი არჩევნებთან დაკავშირებული განკარგულების კონტრასიგნაციაზე გადაწყვეტილებას 10- დღიან ვადაში მიიღებს”

პრემიერ-მინისტრი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებაზე კონტრასიგნაციის შესახებ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა და პრეზიდენტის მიერ განკარგულების უკან გაწვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „შეიძლება ყველაფერი მოხდეს”.
აღსანიშნავია, რომ პრემიერს კონტრასიგნაციისთვის გადაცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობის სხდომაზე გასატანად და განსახილველად 10-დღიანი ვადა აქვს. გიორგი მარგველაშვილის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული განკარგულები კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების გადავადება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები