გედევან ფოფხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ განმარტებას სთხოვს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე “ნაციონალური მოძრაობას” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის სხვაობის განმარტებას სთხოვს.
კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ თამარ ლალიაშვილსა და ნონა თოდუას უსმენენ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებიან.
როგორც ფოფხაძემ განმარტა, მათ კომიტეტს წერილი გაუგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში პარლამენტის საკომიტეტო სხდომების გამართვა არაკონსტიტუციურია და ამის გამო სხდომას არ დაესწრებიან. “გუშინ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ. თუ აგვიხსნიან, რა განსხვავებაა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის, კარგია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები