„ისლამურმა სახელმწიფომ“ დამასკოსთან ახლოს მდებარე ქარხნიდან ათობით ადამიანი გაიტაცა

რამდენიმე ათეული ადამიანი გაიტაცეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად მდებარე ცემენტის ქარხნიდან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ექსტრემისტებმა ეს ადამიანები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გატაცებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ქალაქ დუმაირის მახლობლად, სადაც ქარხანა მდებარეობს, ბოლო დღეებში ჯიჰადისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. რამდენიმე დღის წინ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ელექტროსადგურს და სამხედრო აეროდრომს თავს დაესხნენ, რომელიც ასევე დამასკოს მახლობლად მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები