თამაზ მეჭიაური: არცერთი ჩემი რადიკალური ნაბიჯი არ შემითანხმებია ბიძინა ივანიშვილთან

უხერხულია ყველაფრის ბიძინა ივანიშვილზე გადაბრალება იმ დეპუტატებისგან, რომლებიც მისი კისრით მოვიდნენ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის თაობაზე, ეთანხმებოდა თუ არა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ნინო გოგუაძის პოზიციას, რომ “კოალიცია ბიძინა ივანიშვილმა დაშალა“.
მეჭიაურის თქმით, მას რადიკალური განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან არასოდეს შეუთანხმებია და არც განსხვავებული პოზიციის გამო მიუღია ექსპრემიერისგან საყვედური.
“ჯერ ძველი სტილით კიდევ მარტია, ქალბატონია და არ გავაკრიტიკებ. ეს არასწორი პოზიციაა, შემიძლია ხატზე დავიფიცო, არცერთი ჩემი რადიკალური ნაბიჯი, თუნდაც იგივე, როცა პრეზიდენტის მისამართით მქონდა, ან მაშინ, როცა დაპირისპირება მქონდა ”რესპუბლიკელებთან”, ან მაშინ, როცა კამპანიასავით დავიწყე, ყველამ თავისთვის იყაროს კენჭი-მეთქი – არაფერი შემითანხმებია ბიძინა ივანიშვილთან. მართლა არ ვარ გამხმოვანებელი, როგორც უნდათ წარმოადგინონ, ეს შეურაცხმყოფელია, როცა ადამიანს აბრალებ, როცა მას თავისი აზრი გააჩნია. შეიძლება ჩემი აზრი მასთან იყოს შესაბამისობაში, შეიძლება არა, მაგრამ მე მისგან ამაზე საყვედური არასოდეს მიმიღია. დარწმუნებული ვარ, არც თოფაძის და არც ”რესპუბლიკელების” დაპირისპირება არ ყოფილა მასთან შეთანხმებული. ეს ფიზიკურად შეუძლებელია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები