საქართველოს ნატოს შემფასებელთა ჯგუფი სტუმრობს

   საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციას ნატოს შტაბ-ბინის დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი ხელმძღვანელობს. ვიზიტი დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში არსებული პარტნიორობის მიზნების გადახედვასა და განახლებას ისახავს მიზნად. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, პარტნიორობის მიზნები ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება და მიღწეულ პროგრესს ნატოს ექსპერტები ყოველწლიურად აფასებენ. შემფასებელთა ჯგუფი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პარტნიორობის მიზნები და შსს-ს კომპეტენციაში შემავალი, ნატოსთან თანამშრომლობის სფეროების გაფართოების საკითხები განიხილეს. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს. ამასთანავე, დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა შს მინისტრის მოადგილესთან დავით ხუციშვილთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები