ნატოს გენმდივანი ყარაბაღის მოვლენებზე: მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას

მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და იპოვონ გამოსავალი თანათავმჯდომარეების დახმარებით – ამის შესახებ ნათქვამია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების თაობაზე ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის მცდელობებს.
„მოვუწოდებ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გამოიჩინონ თავშეკავება და ვითარების მორიგი ესკალაციის პრევენცია მოახდინონ. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის მცდელობებს. მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და იპოვონ გამოსავალი თანათავმჯდომარეების დახმარებით“, – აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები