უკრაინული „ფორბსის“ ახალი რეიტინგით, ლეონიდ ჩერნოვეცკი უმდიდრესი უკრაინელების ათეულში შევიდა
„კვირას“ ინფორმაციით, უკრაინული „ფორბსის“ რეიტინგით, ლეონიდ ჩერნოვეცკის უმდიდრესი უკრაინელების ათეულში მოხვდა. მისი ქონება 680 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წელს ჩერნოვეცკიმ შვილისთვის ძირითადი ფინანსების გადაცემით ქონების ნაწილი დაკარგა, თუმცა ის ყველაზე მდიდარ უკრაინელებს შორის მაინც აღმოჩნდა.
ცნობისთვის, უკრაინული პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ლეონიდ ჩერნოვეცკი ოჯახთან ერთად საქართველოში, ქობულეთში დასახლდა. 2015 წლის ბოლოს მან განაცხადა, რომ საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა – „ბედნიერი საქართველოსთვის“.
http://forbes.net