გიორგი კვირიკაშვილს პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარედ 14 მაისს წარადგენენ

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ და პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ. პოლიტიკური საბჭო პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები