სერჟ სარგსიანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„საბრძოლო მოქმედებების მომდევნო ესკალაციას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს ფართომასშტაბიანი ომის ჩათვლით. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს არა მარტო სამხრეთ კავკასიის, არამედ ევროპის რეგიონის უსაფრთხოებაზე“, – განაცადა სარგსიანმა.
მისი თქმით, სომხეთი, როგორც 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონაწილე, გააგრძელებს თავისი ვალდებულების შესრულებას მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაცვის კუთხით. სარგსიანმა ასევე აღნიშნა, რომ მან შესაბამის სტრუქტურებს მთიან ყარაბაღთან ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მომზადება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში 2 აპრილიდან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელთა ესკალაციაში სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები