“მაესტროს” გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური გახდა

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური გახდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ახალი გენერალური დირექტორი არხის ჟურნალისტებს დღეს წარუდგინა. გაჩეჩილაძე ასევე აანონსებს, რომ ხვალ დამფუძნებელთა კრება გაიმართება.
“ჩვეულებრივი სამუშაო სიტუაციაა. დღეს მივედით გადაწყვეტილებამდე და ორივე მხარე შევთანხმდით,  ჩვეულებრივ გაგრძელდეს მუშაობა. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რაზეც მიიღეს პასუხი. ხვალ გაიმართება დამფუძნებელთა კრება. ხვალ გაჟღერდება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც  “მაესტროსთან” დაკავშირებით მიიღებენ”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები