აზერბაიჯანი სარგსიანის განცხადებებს პასუხობს

„აზერბაიჯანმა 3 აპრილს ცალმხრივად შეწყვიტა შეტევა და საბრძოლო მოქმედებები. ამის მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის პოზიციების დაბომბვას დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ განაგრძობენ. ასევე მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების დაბომბვა“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ჰიქმეთ გაჯიევმა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.
„აზერბაიჯანი მზად არის ცეცხლის შესაწყვეტად, მაგრამ ეს პროცესი გაეროს რეზოლუციების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რომელიც აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან სომხური ძალების გაყვანას გულისხმობს. დაცული უნდა იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ დაძაბულობის და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის შეიარაღებული ძალების არსებობაა“, – განაცხადა გაჯიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები