სერჟ სარგსიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეჩერების ინიციატივით გამოდის

სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში კომპრომისებისთვის მზად არის. ერევანი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის და 2016 წელის 1 აპრილის პოზიციებზე შეიარაღებული ძალების დაბრუნების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებთან ერევანში გამართულ შეხვედრზე განაცხადა.
„სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისა და 1994 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან. ჩვენ მოვითხოვთ შეიარაღებული ძალების დაბრუნებას იმ პოზიციებზე, რომლებსაც ისინი 2016 წლის 1-ელ აპრილს იკავებდნენ“, – განაცხადა სარგსიანმა.
შეგახსენებთ, რომ ვითარება მთიან ყარაბარში 2 აპრილს გამწვავდა. ორდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები