გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას ახალ აბრეშუმის გზაზე
ჩვენ ვართ ასევე ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას ახალ აბრეშუმის გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ინვესტიციებისა და ბიზნესის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ადგილმდებარეობის გამო არის სატრანზიტო ქვეყანა რეგიონში. ქვეყანა, რომელსაც მოაქვს ძალიან სანიმუშო და საინტერესო გადაწყვეტილებები ყველაზე საინტერესო რეგიონულ პროექტებზე. პროექტები, რომლებიც აერთიანებენ კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღვის რეგიონს, პროექტები, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ეკონომიკურად აკავშირებენ ევროპასთან და პირიქით. ვაკეთებთ რა ამას, წარმატებით ვავითარებთ ისეთ შთამბეჭდავ პროექტებს, როგორიც არის, ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც სათავეს იღებენ აზერბაიჯანიდან და გაივლიან საქართველოს და ქმნიან უსაფრთხო ენერგოშესაძლებლობებს თურქეთისთვის და სხვა ბაზრისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც საბოლოოდ განთავსდება ევროპის ჩრდილოეთით, კონკრეტულად კი იტალიაში. ქვეყანამ დაიწყო განვითარება ინფრასტრუქტურის სისტემის, პორტების, რკინიგზის, გზატკეცილების, რომელიც ასევე ემსახურება აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანამშრომლობის გაღრმავების მიზანს. ქვეყანა, რომელიც აქტიურად ისწრაფვის საკუთარ მეზობლებთან ერთად განავითაროს საინტერესო რეგიონული პროექტები. ჩვენ ვართ ასევე ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას ახალ აბრეშუმის გზაზე. ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია არის დაკავშირებული კავკასიის რეგიონთან და ხდის მას მიმზიდველს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულს, კონკურენტულს და საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ ევრაზიის კონტინენტის პარტნიორობაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.