დიარბაკირის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ქურთთა მუშათა პარტიამ“ აიღო

„ქურთთა მუშათა პარტიამ“ თურქეთის დიარბაკირის პროვინციაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, რასაც შვიდი პოლიციელი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ დანაღმული ავტომობილი დიარბაკირში 31 მარტს აფეთქდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი და 27 დაიჭრა. ტერორისტული აქტი დიარბაკირში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ამის მიუხედავად, დავუთოღლუმ დიარბაკირში ვიზიტი არ გააუქმა და აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს ტერორისტები ვერ დააშინებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები