„ისლამური სახელმწიფო“ აზერბაიჯანსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აზერბაიჯანსა და თურქეთში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერაქტების მოწყობას ხუთი „ბოევიკი“ გეგმავს და მათი ფოტოები თურქეთის უშიშროების ყველა სტრუქტურაში გავრცელდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანები ამჟამად სირიის ტერიტორიაზე იმყოფებიან. თურქული მედია ასევე იუწყება, რომ ერთ-ერთი ტერორისტი – რაშიდ ალაბდალახ ალგაგანი ნაბილ ფადილის ახლო მეგობარია, რომელმაც იანვარში სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოაწყო. მეორე „ბოევიკი“, აბუ აიმან ატ-მაგრიბინი აშშ-ის მოქალაქეა. კიდევ ერთი ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, მოჰამედ ურკმეზის ძმაა, რომელიც 2015 წლის იანვარში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები