სირიაში სკოლისა და საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად, დეირ ალ ასაფირში, სკოლასა და საავადმყოფოზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.
თავდაპირველად ინფორმაცია 20 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ეს დასახლებული პუნქტი სირიის ოპოზიციის ხელშია. ავიადარტყმა, სავარაუდოდ, ბაშარ ასადის ძალებმა განახორციელეს. პრეზიდენტ ასადის ძალების მიერ მშვიდობიანი ობიექტების დაბომბვა კატეგორიულად დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მან სირიის ხელისუფლებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესრულება მოსთხოვა.