სომხეთიდან ქართველი „კანონიერი ქურდები“ გააძევეს
სომხეთიდან ე.წ. კანონიერი ქურდი გამოაძევეს. გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, ეს საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით იეზიდი ვიტალი ავდიანი, მესტახელად „ვიტია ტბილისკია“.
NEWS.am-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ სომხეთიდან კიდევ რამდენიმე „კანონიერი ქურდი“ გამოაძევეს. ესენია „იეზიდი რაფო“ და ლუკა ალანიძე მეტსახელად „ლუკა რუსტავსკი“.
გამოცემის ინფორმაციით, სომხეთიდან „ლუკა რუსტავსკის“ გამოძევების მიზეზი ის გახდა, რომ „კანონიერი ქურდი“ კრიმინალურ სამყაროზე გავლენის გაძლიერებას ცდილობდა.