გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ესპანეთს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ასევე დასძინა, რომ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
„ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ესპანეთთან, მივიღეთ მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ვსარგებლობ ამ შემთხვევით, და მადლობას ვუხდი ესპანეთს ამ მხარდაჭერისათვის,“ – თქვა კვირიკაშვილმა EFE-სთან ინტერვიუში.
ეს ეხებოდა ესპანეთის მკაფიო პოზიციას ქართულ სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რომლებიც იმყოფებიან ოფიციალური თბილისის კონტროლს მიღმა და რომელთა დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოს, ვიზიტი გასულ თებერვალს თბილისში ემსახურებოდა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო ხელშეწყობას.
„გავზარდეთ აქტივობები ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში და ვფიქრობთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ბევრ ასპექტში.
ესპანეთი განსაკუთრებით გამოირჩევა რამდენიმე სფეროში მაღალი მაჩვენებლებით, ერთ-ერთიამშენებლობა. მოხარული ვიქნებოდით თუკი მოვიზიდავთ ესპანურ კომპანიებს ინფრასტუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ესპანეთს აქვს დიდი გამოცდილება ტურიზმში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და შეგვიძლიავითანამშრომლოთ ამ მიმართულებით, რომელშიც უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი ურთიერთობები.
პრემიერმა ასევე აღნიშნა სხვა ესპანური სექტორები, რომლებიც საინტერესოა საქართველოსათვის, როგორებიცაა: მაღალი ტექნოლოგიები და მანუფაქტურა.
„არის რამდენიმე ესპანური კომპანია, რომლებიც უკვე მუშაობს საქართველოში და ენთუზიაზმით გვავსებს ეს ურთიერთობები“, – აღნიშნა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა თქვა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს აძლევს უფლებას, იყოს ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ამიტომაც მან ბოლომდე უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
„ამიტომ ვახორციელებთ ცვლილებებს ქვეყანაში და ვატარებთ რეფორმებს, ახლა საუკეთესო კლიმატია ბიზნესისათვის. გვაქვს ყველაზე ღია და ლიბერალური ეკონომიკა რეგიონში“,- დასძინა პრემიერმა.
https://es.noticias.yahoo.com/kvirikashvili-agradece-apoyo-espa%C3%B1a-integridad-territorial-georgia-140415075.html