დავით სერგეენკო: თუ მოზარდს არაჯეროვნად უვლიდნენ, საკითხს შესაბამისი სტრუქტურა შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასწრაფო -სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ 14 წლის მოზარდის მიმართ სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაჯეროვან მოვლას, საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურა შეისწავლის.
მისივე მტკიცებით, სასწრაფო დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემური პრობლემა ჰქონდა, რაც ნაწილობრივ მოგვარდა და ნაწილობრივ რჩება პრობლემად.
“რეგიონების შემთხვევაში პრობლემა არის აღჭურვილობა და ავტოპარკი, თბილისის შემთხვევაში კი არის შეუსაბამო გამოძახებები, დიდი ხანი დაკარგული გამოძახებაზე მისასვლელად, რომელსაც თავისი მრავალი მიზეზი აქვს – საგზაო მოძრაობა, გზის არ დათმობა და სხვა. რაც შეეხება სამედიცინო მოვლის ხარისხს, თუ ამ შემთხვევაში გამოიკვეთება ის, რომ არაჯეროვანი მოვლა იყო, არსებობს სტურუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც დადგენილი წესით შეისწავლის საკითხს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაწერა, რომ შორენა ბეგაშვილის შვილის მე-5 სართულიდან გადმოვარდნის ფაქტს შეესწრო და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არაპროფესიონალიზმსა და გამოძახებაზე დაგვიანებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები