ხმაური გორის საკრებულოში – ირაკლი ოქრუაშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს (ვიდეო)
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ირაკლი ოქრუაშვილს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს – ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო სამსახური “qartli.ge” ავრცელებს.
ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.
ოქრუაშვილი საკრებულოს წევრების გასაგონად განცხადების გაკეთებას აპირებდა.
თუმცა, მისმა თხოვნამ და თანაგუნდელის მოწოდებამ სიმშვიდის დაცვისკენ შედეგი არ გამოიღო.
ოქრუაშვილმა განცხადება შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისთვის უნდოდა ერჩია, რომ ლომჭაბუკის ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის განთავსების საკითხი დროებით გადაედო.
ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გაამჟღავნეს, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ,,თავისუფალმა დემოკრატებმა”; ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”; ,,ლეიბირსტულმა პარტიამ” და ,,ქართული ოცნებიდან” ვანო ჩხიკვაძემ ინიციატივის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთეს. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ,,ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი პაპუნა კობერიძე, რომელიც ასევე წინააღმდეგი იყო ოქრუაშვილის ინიციატივის.
ოქრუაშვილმა ჟურნალსტებთან თქვა, რომ საკითხს მომავალში მაინც შემოიტანს, ოღონდ, გარკვეული ცვლილებებით. მან ქალაქის მერს ,,იურიული პერიოდის გადმონაშთის დინოზავრი” უწოდა.
მისი თქმით, ქალაქის მერის კისერზე დამოკლეს მახვილი კიდია, რომელიც ეს მახვილივე მას გაუგორებს თავს.
წყარო: ““qartli.ge””