ხიდაშელი სააკაშვილზე: ამ მუმიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ

   მუმიას განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს – ასე ეხმაურება თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს, რომელიც მან “რუსთავი-2”- ის ეთერში გააკეთა. დეპუტატის შეფასებით, სააკაშვილი ცდილობს პოლიტიკაში აქტუალური დარჩეს, რითიც თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს. “გუშინ, ერთი კაცი ერთი ტელევიზიის ფანჯარაში იჯდა და ჭორაობდა. ჭორაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუმიას მეძახის. ამ მუმიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, ის აღარ არის საინტერესო, აღარ არის აქტუალური, ცდილობს რაღაც მოთამაშედ ქართულ პოლიტიკაში დარჩეს, იმუქრება, მუშტებს გვაჩვენებს და ამით ძალიან სასაცილოა. ამაზე სერიოზულად რომ ვილაპარაკო, მეც მას უნდა დავემსგავსო”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების ზოგიერთ წევრი წარსულის ზომბებს და მუმიებს შეადარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები